შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმის ექს-პოსტ რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 09.09.2019 დასრულების თარიღი: 28.08.2020

2016 წელს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესისა და წარმოების დაწყებისა და გადასახადების ადმინისტრირებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა გატარდა. რეფორმა ითვალისწინებდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გადმოღებას, რომლის თანახმადაც საწარმოები მოგების გადასახადს მოგების განაწილებისას იხდიან.

მოგების გადახადის ახალი რეჟიმი 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. GIZ-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა 2017 წლის მოგების გადასახადის რეფორმის შედეგების იდენტიფიცირებასა და რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA).

პროექტის მიზანი მოგების გადასახადის ახალ რეჟიმზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რეფორმის ხარვეზების აღმოჩენაში მხარდაჭერა, პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემების გამოვლენა და საჭირო ცვლილებების ალტერნატივების ჩვენება.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ეხმარება ინიციატორ უწყებას RIA-ის მთელი პროცედურის განხორციელებაში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რისთვისაც:

  • ეხმარება საქართველოს პარლამენტს RIA-ის ჯგუფის ჩამოყალიბებაში;
  • შეიმუშავებს RIA-ის განხორციელების დეტალურ გეგმას;
  • RIA-ის დანერგვის პროცესში RIA-ის მეთოდოლოგიაზე თემატურ ტრენინგებს ჩაუტარებს RIA-ის გუნდს;
  • RIA-ის დანერგვის პროცესში გაითვალისწინოს 2030 წლის დღის წესრიგის მოთხოვნები, იმუშაოს RIA-ის პროცედურაში 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების ინტეგრირებისთვის;
  • საქართველოს პარლამენტთან ერთად, მოგების გადასახადის ახალ რეჟიმში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო გზების/რეკომენდაციების შემუშავებისას გამოიყენოს რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის მეთოდები;
  • დაეხმაროს RIA-ის გუნდს დაინტერესებულ მხარეებთან მნიშვნელოვანი კონსულტაციების ჩატარებაში, RIA-ის პროცედურის დანერგვის დროს კონსულტაციები გაიაროს საქართველოს სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, პარლამენტის კომიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. იზრუნოს, რომ კონსულტაციების შედეგები გათვალისწინებულია RIA-ის ანგარიშში;
  • დაეხმაროს RIA-ის გუნდს მონაცემების შეგროვებასა და შეფასებაში;
  • მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოებული შესაძლო ალტერნატივების შეფასებასა და შედარებით ანალიზში მდგრადობის სამივე (ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი) მიმართულებით;
  • დაეხმაროს RIA-ის გუნდს RIA-ის შუალედური/ფინალური ანგარიშების მომზადებაში და შესაბამისი პრეზენტაციების ორგანიზებაში. საქართველოს პარლამენტთან ერთად წარადგინოს საბოლოო ანგარიში საჯარო კონსულტაციის ფორმატში.
შეავსე ფორმა