შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში განვითარებადი და პოტენციური კლასტერების კლასიფიცირება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 13.05.2019 დასრულების თარიღი: 30.08.2019

პროექტი ევროკავშირის IPSC პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი გაეროს ოთხი სააგენტოს – UNDP, FAO, UNIDO, IOM – ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.

UNIDO-ის UNJP-ის კომპონენტი მიზნად ისახავს პოლიტიკის შემქმნელებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას კლასტერების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიმართულებით. 

პროექტის მიზანი მეწარმეობისა და ბიზნესის კომპეტენციის გაძლიერებაა. ამისთვის საჭიროა მთავრობისა და ადგილობრივი ერთეულების კომპეტენციის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ კლასტერების შექმნა და ოპერირება, კომპანიების პირდაპირი მხარდაჭერა სტრატეგიული ინვესტიციებით, დიასპორის ჯგუფებთან დაკავშირება და ბიზნესებისთვის ამ სტრატეგიების ეფექტიანობის ჩვენება.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ მოახდინა საქართველოში განვითარებადი და პოტენციური კლასტერების კლასიფიცირება. კვლევა პრიორიტეტს მრეწველობისა და აგრო-ბიზნესის სექტორზე აკეთებდა. კვლევამ აჩვენა, რომ: ქვეყანაში მწარმოებლები და გადამამუშავებლები გეოგრაფიულად კონცენტრირებული არიან; არსებობს მწარმოებლებსა და შუალედური დამხმარე ინსტიტუციებს შორის უკვე არსებული და/ან პოტენციური თანამშრომლობის პრაქტიკა; ეს ინსტიტუციები შეიძლება გახდნენ კლასტერების განვითარების აგენტები და ხელი შეუწყონ და წაახალისონ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობას.

შეავსე ფორმა