შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სამხრეთ კავკასიაში მთის სათემო ტურიზმის განვითარების სწრაფი შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 04.11.2019 დასრულების თარიღი: 26.12.2019

შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტო (SCO) ინტერესდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების სიცოცხლისუნარიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობით.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – მთიანი ქვეყნებია. ამ რეგიონში მთლიანი ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებს უკავია: საქართველოში – მთლიანი ტერიტორიის 54%, სომხეთში – 86%, აზერბაიჯანში – 60%. როგორც წესი, ბევრად უფრო ადვილად მისადგომი ურბანული დასახლებები დაბლობებში მდებარეობს, სადაც ხდება მრავალფეროვანი ეკონომიკური საქმიანობის, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი დამატებული ღირებულებისა თუ უფრო დივერსიფიცირებული და განვითარებული ეკონომიკისა და ინფრასტუქტურის კონცენტრირება, მთიან რეგიონების  ნაკლებად დასახლებულ ცენტრებთან შედარებით.

მთაში მცხოვრები მოსახლეობა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას როგორიცაა განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, შინამეურნეობებისათვის შეზღუდული ეკონომიკური რესურსები და სასურსათო უსაფრთხოების დაბალი დონე. სწორედ ამიტომ, ტურიზმისა და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი თემებისთვის, რადგან ქალაქებიდან მოშორებული დასახლებებისთვის ტურიზმი შემოსავალის მნიშვნელოვანი წყაროა.

კვლევის მიზანი იყო იმ შეზღუდვების იდენტიფიცირება, რომლებიც მთიან რეგიონებში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, როგორც მოთხოვნის (ბაზარზე წვდომა), ისე მიწოდების (მაგ., განუვითარებელი და/ან არადივერსიფიცირებული მცირე და საშუალო ბიზნესი) მხარიდან. კვლევამ შეაჯამა არსებული ვითარება და  სამთო ტურიზმის განვითარებისთვის დონორების მიერ დაფინანსებული ინტერვენციები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რათა გამოვლენილიყო ის დამატებული ღირებულების აქტივობები, რაც SCO-მ შეიძლება განახორციელოს. კვლევამ მიმოიხილა რეგიონული მიდგომებიც, რომლებიც საქართველოსა და სომხეთის (შედარებით ნაკლებად აზერბაიჯანის) მთის თემებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, კვლევამ შეაფასა, რა წვლილი შეიძლება ჰქონდეს ტურიზმს შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებაში, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდებისთვის.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება SCO-ს ინტერვენციების მასშტაბი და მიზანი.

შეავსე ფორმა