აღნიშნული დებატის მონაწილეებმა განიხილეს ის სამომავლო ნაბიჯები, რაც საჭიროა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისთვის, რადგან სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ექსპერტების ჯგუფში შედიოდნენ გამომსვლელები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავრობას, მცირე და საშუალო საწარმოებს, საფინანსო სექტორს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და ბიზნეს-ასოციაციებს. შეუძლებელია უგულებელვყოთ მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის: ყველაზე წარმატებული მსხვილი კომპანიები განვითარებად ქვეყნებში განვითარდნენ მცირე და საშუალო საწარმოების კატეგორიიდან, მაშინ, როდესაც თავად მცირე და საშუალო საწარმოების კატეგორია ასახავს და ეხმარება ძლიერი და ღრმა სამეწარმეო კულტურის შექმნას.
ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მცირე და საშუალო საწარმოები, როგორც წესი, ბატონობენ ქვეყნის ახალ/სწრაფად მზარდ მრეწველობაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური და საკანონმდებლო მოწყობა ხელს უწყობდეს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას ისე, რომ ძველი და მსხვილი კომპანიების დომინანტობა არ ანელებდეს ეკონომიკას და მოუქნელს არ ხდიდეს ცვალებადი დინამიური გარემოსადმი. ამავე დროს, კარგად განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოების სექტორი არის ფასების შემცირებისა და ხარისხის განვითარების კონკურენციის წყარო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ეკონომიკისთვის, რომელიც მიდრეკილია მონოპოლიზაციის ან ოლიგოპოლიზაციისკენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სექტორი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს საქართველოს გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.
აღნიშნული დისკუსია გაიმართა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფრო ფართო ინკლუზიური ზრდის დიალოგის პლატფორმის შესახებ ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში.