პროექტები


სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის კვლევამ უნდა გამოავლინოს მიმართულებები, რომლებიც ფოკუსირდება სამ თემატურ კომპონენტზე: 1) ვაჭრობა, ექსპორტი, ინვესტიციები და კერძო სექტორის განვითარების ზომები, 2) საზღვრების მართვა, 3) ახალი განვითარება რეგიონულ ინტეგრაციაში.
UNDP, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით, იწყებს სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის ხელშეწყობის პროექტს. ეს პროექტი განასახიერებს 2-ფაზიან მოდულურ მიდგომას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სამ თემატურ კომპონენტზე: 1) ვაჭრობა, ექსპორტი, ინვესტიციები და კერძო სექტორის განვითარების ზომები, 2) საზღვრების მართვა, 3) ახალი განვითარება რეგიონულ ინტეგრაციაში.
UNDP-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უნდა ჩაატაროს სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის კვლევა, რომელიც იქნება ამ სამ კომპონენტში შემავალი საკითხების მიმოხილვა და გამოავლენს კონკრეტულ სფეროებს, რომელთაც სჭირდება მეტი მხარდაჭერა. ეს მიმოხილვა იქნება განყენებული პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კარგად ჩამოყალიბებული კონცეპტუალური ანალიზი და რეგიონში ამ საკითხებზე არსებული ვითარების მიმოხილვა. ეს ანგარიში საფუძვლად დაედება მე-2 ფაზასაც, რომლის დროსაც მომზადდება რეგიონული პროექტის დოკუმენტი, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული აქტივობებისა და ინიციატივების გატარებას ამ სფეროებში. აღნიშნულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილდება შემდეგზე: