საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შედეგად, 2013 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი.
ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო მთელი რიგი სავალდებულო წესების ჩამოყალიბება, რომლებზეც მხარეები წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გააფორმებენ ხელშეკრულებას. მოსალოდნელი იყო, რომ ეს გაზრდიდა სამართლებრივი გარემოს ეფექტიანობას და შეამცირებდა გაურკვევლობას. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებამ საჭირო გახადა, კანონპროექტში შესულიყო დამატებითი იმპერატიული და სავალდებულო დებულებები.
კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის დაწყებამდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა ”საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა”, GIZ-სა და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა” კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში” (PROLoG), რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება, გააფორმა ხელშეკრულება ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩასატარებლად.