შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.01.2018 დასრულების თარიღი: 01.01.2020

კვლევა აფასებს, რა გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში კომპანიების ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. საქართველოს მთავრობის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა იძლევა ნახევრად ბუნებრივი ექსპერიმენტის ჩატარების უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილობრივი/არაპარამეტრული რეგრესული უწყვეტობის მეთოდოლოგიის (local/nonparametric regression discontinuity methodology – RDD) გამოყენებით. 2015 წლიდან საქართველოს მთავრობა აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ წარდგენილ საგრანტო პროექტებს იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი ბიზნეს-გეგმა მიიღებს გარკვეულ ზღვარზე მაღალ შეფასებას. ეს ზღვარი განასხვავებს განმცხადებელთა ორ ჯგუფს: მათ, ვინც იღებს დაფინანსებას, და მათ, ვინც ვერ იღებს. დაფინანსების ფაქტორის მიღმა, უშუალოდ ზღვართან მყოფი ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ძალიან მსგავსი მახასიათებლებით გამოირჩევიან. სწორედ ამ ორი, სხვაგვარად მსგავსი, ჯგუფის ფინანსური და ეკონომიკური შედეგების შედარება მოხდა ადგილობრივი RDD მეთოდოლოგიის გამოყენებით რათა შეფასებულიყო სახელმწიფო პროგრამის გავლენა კომპანიების ფინანსური და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

შეავსე ფორმა