პროექტები
არაპირდაპირი ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიისა და მულტიპლიკატორების შემუშავება

სტატუსი:
დასრულებულია

პროექტის ეტაპები:
დაწყების თარიღი: 10.02.2020
დასრულების თარიღი: 15.07.2020
პროექტის მიზანია მულტიპლიკატორების შემუშავება, რომელთა გამოყენებითაც შეფასდება, რა არაპირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციები და გაზრდილი შემოსავლები.
პროექტის გუნდმა საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორისთვის შეიმუშავა კონკრეტული მულტიპლიკატორები. მულტიპლიკატორების შემუშავებისას, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა: ა) რესურსებისა და საბოლოო პროდუქციის (Input-Output) ჩარჩოზე დაყრდნობით შეიმუშავა შესაბამისი მეთოდოლოგია, მათ შორის სამი ძირითადი მიმართულებით არაპირდაპირი ზეგავლენის შეფასებისთვის საჭირო ალგორითმი; ბ) შეაგროვა და შეაფასა ეკონომიკური მონაცემები და გ) ჩაატარა ეკონომიკური ანალიზი და გამოაქვეყნა შესაბამისი მულტიპლიკატორები.