შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

რეგიონული უთანასწორობები საქართველოში
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 21.03.2013 დასრულების თარიღი: 31.05.2013

რეგიონებს შორის არაერთი სხვაობა არსებობს, თუმცა ყველაზე სისტემური რეგიონული უთანასწორობები შეიძლება რეგიონებს შორის ურბანიზაციის მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობებით აიხსნას. კერძოდ, შედარებით მეტად ურბანიზებულ რეგიონებს, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი მთლიანი დამატებული ღირებულება, ბევრად მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურა და ბევრად განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვთ. ქვეყნის რეგიონული უთანასწორობის, განსაკუთრებით კი ქალაქისა და სოფლის დაყოფის, პრობლემის გადაჭრაზე საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს, რისთვისაც რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

საქართველოს მთავრობა გეგმავს, 2013 წლის ბოლომდე შეიმუშაოს რეგიონული განვითარების სტრატეგიები, თუმცა მწირია ისეთი კვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და ჯანსაღ ეკონომიკაზე დაგვეფუძნებინა მსგავსი სტრატეგიები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პოლიტიკის მხარდაჭერის პროექტის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც იღებს არსებულ სივრცულად დანაწევრებული მონაცემების ბაზას და ცდილობს, პასუხი გასცეს რეგიონული უთანასწორობების შესახებ კითხვებს, სოციალური და ეკონომიკური განზომილებების ბევრად ფართო სპექტრში. კვლევა შეეცდება აღწეროს მონაცემები, რომლებიც საჭირო იქნება იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც ამჟამად პასუხგაუცემელია, მაგრამ მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავებისთვის.

დონორები

შეავსე ფორმა