აშკარაა, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური კომპრომისი, რომლის თანახმადაც საქართველოში გვაქვს, ერთი მხრივ, მცირე ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ახლოს არიან ამომრჩევლებსა და სერვისის მომხმარებლებთან, მეორე მხრივ, კი შედარებით მაღალი ხარჯები, რასაც დიდი რაოდენობით ადგილობრივი თვითმმართველობები იწვევს. 2012 წლის ნოემბერში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა მსხვილი პოლიტიკის ინიციატივა საქვეუწყებო ეროვნული მთავრობის არსებული სისტემის რეფორმის შესახებ. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტია ტერიტორიული რეფორმა, რათა გაიზარდოს ქალაქების/მუნიციპალიტეტების მთავრობების რაოდენობა, რისი მიზანიცაა ახალი ქალაქების შექმნისა და არსებული მუნიციპალიტეტების უფრო მცირე ერთეულებად დაყოფის მეშვეობით უკეთესი ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერა.
ISET-ის კვლევით ინსტიტუტს დაევალა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების რაოდენობის გაზრდის ფისკალური გავლენის გაანალიზება.