შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ტექნიკური დახმარება საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგისტრირებულ უმუშევართა სასწავლო პროგრამებთან შესაბამისობის დონის გაუმჯობესებაში
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 20.02.2014 დასრულების თარიღი: 27.06.2014

კონსულტაციის მიზანი იყო იმ ტრენინგ-პროგრამების დადგენა, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს, და ალგორითმის შედგენა, რომელიც უმუშევრებს, მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ამ პროგრამებთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მოიძია პროფესიული განათლების ტრენინგები, რომლებიც პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ასევე, შეიმუშავა ალგორითმი, რომლითაც სისტემაში რეგისტრირებული უმუშევრები ამ პროგრამებზე ჩაირიცხებიან მათი უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით.

მომზადებული მისადაგების პროცედურა უმუშევარ ადამიანებს არეგისტრირებს მათთვის ყველაზე შესაფერის (სერტიფიცირებულ) ტრენინგ-პროგრამაზე, რომელიც ტარდება წინასწარ შერჩეულ ადგილებში. ჩვენ მიერ შექმნილი მისადაგების პროცედურა ითვალისწინებს ყველა იმ შეზღუდვას, რაც დაკავშირებულია უმუშევრებზე, ტრენინგ-პროგრამებსა და ადგილობრივ/ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მონაცემების სიმწირესთან.

დონორები

შეავსე ფორმა