შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

კარგი სამუშაო ადგილები ინკლუზიური განვითარებისთვის
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 16.11.2015 დასრულების თარიღი: 30.03.2017

კვლევის მიზანია აზიის განვითარების ბანკისა და სხვა განვითარების პარტნიორებისთვის სამუშაოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების წარდგენა და გნავითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა დ ოპერაციების ფარგლებში ინკლუზიური ზრდისთვის საჭირო პირობების შექმნაში. ამისთვის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ჩაატარებს სიღრმისეულ ანალიზს შემოსავლების განაწილების, შრომის ბაზრისა და ინკლუზიური განვითარების სხვა ასპექტების გათვალისწინებით. 

ადრეულ 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის სახელმწიფოები თვალსაჩინო პროგრესს განიცდიან. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკაში წარმოქმნილი სირთულეები, რაც უმეტესწილად ენერგომატარებლების ფასების სტრუქტურული ვარდნითა და რეგიონში ეროვნული ვალუტების გრძელვადიანი დევალვაციით არის გამოწვეული, სამუშაო ადგილებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ხალხის ზოგად კეთილდღეობას აზიანებს. ეკონომიკური ზრდის შენელება მზარდი უთანასწორობის ფუძემდებლური ტენდენციის აქსელერაციასაც იწვევს, რაც სახელმწიფოების ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს. სხვა სტრუქტურული საკითხები, როგორებიცაა ეკონომიკური დივერსიფიკაციის ნაკლებობა, კერძო სექტორი დუნე ბუნება და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და უნარების შეუსაბამობა, შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელ პირებს ზოგად სურათს კიდევ უფრო ურთულებს. ზემოხსენებული პრობლემების საპასუხოდ აზიის განვითარების ბანკმა ახალი კვლევა წამოიწყო, რომელიც მიზნად პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით შეთავაზებების მიწოდებას ისახავს, რათა კარგი სამუშაო ადგილების შექმნით ინკლუზიური განვითარების დაწინაურება გახდეს შესაძლებელი, რაშიც მაღალანაზღაურებადი, პროდუქტიული და უსაფრთხო დასაქმების პერსპექტივაა ნაგულისხმები.

პროექტი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკისა და სოციალიური პოლიტიკის კვლევის ცენტრების მიერ ერთობლივად ხორციელდება. საბოლოო ჯამში აკადემიური ნაშრომები, პოლიტიკის მოკლე შემაჯამებელი დოკუმენტები და ბლოგები სამ ზოგად საკითხს მოიცვას: 

  • ეკონომიკის განვითარება და უთანასწორობა საქართველოში
  • დასაქმება და შრომის ბაზრის პოლიტიკა საქართველოში
  • საქართველოში ინკლუზიური განვითარების პირობების შექმნა.

შეავსე ფორმა