შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშეწყობა DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკის გატარებისას – ფაზა 2
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.02.2017 დასრულების თარიღი: 30.10.2019

პროექტის მიზანი DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოებთან დაკავშირებული პოლიტიკის მიმართულებით ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების კომპეტენციის გაძლიერებაა.

ევროპის კომისიის დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ექსპორტის განვითარების სააგენტოსთან, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და ათინათთან ერთად, იმუშავებს პროგრამის „DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელშეწყობის“ პროექტზე. აღნიშნული პროგრამის მიზანია DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკასთან დაკავშირებით ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების კომპეტენციის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ უკეთესი და მიზანზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რაც საშუალებას მისცემს ამ საწარმოებს, უფრო ეფექტურად ჩაერთონ DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკასთან დაკავშირებით საჯარო-კერძო დიალოგში, წვლილი შეიტანონ ეროვნული სექტორული სტრატეგიებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაში, გააერთიანონ საკოორდინაციო შესაძლებლობები, გააფართოვონ კავშირები ევროკავშირის მცირე და საშუალო ბიზნესებთან და წაახალისონ DCFTA/მცირე და საშუალო ბიზნესის საკომუნიკაციო კამპანიები.

დონორები

შეავსე ფორმა