ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგობრივი პრიორიტეტებს იკვლევს, რისი მიზანიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) ინფორმირებაა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი სავსეა იმპორტის ჩანაცვლებისა და ევროკავშირისა და აზიის ბაზრებზე ექსპორტის ახალი შესაძლებლობებით. ამ შესაძლებლობებს იყენებენ ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული ფერმერული მეურნეობები, რომლებსაც საქართველოში მიწის დაბალი ფასები, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ბიზნეს-გარემო იზიდავს. მიუხედავად ამისა, ქართული საშუალო და მცირე მეურნეობების აბსოლუტური უმრავლესობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობებით და თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვების მიღმაა დარჩენილი. აგრო-ექსპორტი, ტრადიციული ღვინის ინდუსტრიისა და ბოლო პერიოდში წინ წამოწეული თხილის გარდა, მოკრძალებულია.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების მოზიდვას და დააჩქარებს თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას. ამ აქტივობებისთვის სამიზნე ქვესექტორებია: (i) ციტრუსი, (ii) კურკოვანი ხილი; და (iii) თხილი.
კვლევა დაეფუძნება ინტერვიუების, ფოკუს-ჯგუფების და საჯარო-კერძო დიალოგების სერიასა და სამაგიდო კვლევებს.