შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 05.06.2017 დასრულების თარიღი: 31.08.2017

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.

კლიმატის ცვლილების საკითხებს გლობალური მნიშვნელობა აქვს; იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა დიდად არის დამოკიდებული ამინდზე, იზრდება ინტერესი სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შემარბილებელი ზომების მიმართ. ეს კვლევა ფოკუსირებულია ადაპტაციის ზომებზე, რომლებიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების რისკის მისაღებ დონემდე დაყვანას და მართვას, ნებისმიერი პოტენციურად ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენებით. კვლევაში განხილული პოტენციური ადაპტაციის ვარიანტები მოიცავს გვალვაგამძლე ჯიშების გამოყენებას, სარწყავი სისტემის გაუმჯობესებას, საძოვრების მართვის გაუმჯობესებას და ა.შ.

პროექტის მიზანია შეაფასოს ამ ღონისძიებების ხარჯები და სარგებელი და გაზომოს მათი ეკონომიური ეფექტურობა შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის: ხორბალი, სიმინდი, მანდარინი, კარტოფილი და თხილი. პროექტი მიმოიხილავს კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ეფექტურობას მეცხოველეობასა და საძოვრებთან მიმართებაშიც.

შეავსე ფორმა