შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საქმიანობის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 05.06.2017 დასრულების თარიღი: 31.08.2017

ტრენინგებისა და განვითარების პროგრამის შემდეგ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საქმიანობას და განსაზღვრავს გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებსა და სფეროებს. 

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში Evoluxer მუშაობს კოოპერატივების წევრებში კოპერაციის მნიშვნელობასა და მიზნებზე ცნობიერების ამაღლებაზე, საკუთარ კოოპერატივზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაზრდაზე. 2016 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრამდე Evoluxer-მა ტრენინგები ჩაუტარა რეგისტრირებული კოოპერატივების მენეჯერებსა და ხელმძღვანელებს, რათა გაეზარდა მართვის კომპეტენციის და სათანადო მმართველობის დონე რეგისტრირებულ კოოპერატივებში.

პროექტის კვლევითი გუნდი შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ოპერაციულ და მენეჯერულ საქმიანობას, გამოავლენს პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებს და გასცემს რეკომენდაციებს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის შეფასებას, შეუძლია თუ არა შემუშავებულ, დაგეგმილ და განხორციელებულ კომპეტენციის გაძლიერების პროგრამებს დადებითი გავლენა იქონიოს კოოპერატივების საქმიანობაზე, ბიზნესის გაფართოების, ოპერაციების მართვისა თუ კოოპერატივის წევრთა დინამიკის თვალსაზრისით. მეტიც, პროექტის საერთო წარმატება პირდაპირ კავშირშია კომპეტენციის გაძლიერების პროგრამის წარმატებასთან, რაც  გადამზადებული კოოპერატივების საქმიანობაში გამოიხატება.

კვლევა ეფუძნება კოოპერატივებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუებს, აგრეთვე თანმხლებ სამაგიდო კვლევას. გარდა ამისა, ამ შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თანამშრომელთა ტრენინგების შუალედური და საბოლოო შეფასების ანგარიშები.

შეავსე ფორმა