შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

კვლევა საქართველოში ორგანული თხილის ღირებულებათა ჯაჭვის კერძო მომსახურების მიმწოდებლების შესახებ
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 02.02.2018 დასრულების თარიღი: 31.08.2018

კვლევის მიზანია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ვანი) ორგანული თხილის სექტორის განვითარების ამჟამინდელი სტატუსის ანალიზი და ღირებულებათა ჯაჭვში მიმდინარე ძირითადი პროცესების შესწავლა წარმოების ეტაპიდან მოყოლებული გადამუშავებამდე და მარკეტინგამდე.

კვლევამ დაადგინა სამიზნე რეგიონებში ორგანული თხილის ღირებულებათა ჯაჭვის სტრუქტურა და შესაბამისი მონაწილეები. კვლევის ძირითადი აქცენტი გაკეთდა მომსახურების მიმწოდებლებზე: ლაბორატორიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ნიადაგისა და პროდუქტის ანალიზს; ნერგების მწარმოებლებზე, ჩენჩოსგან გასუფთავების, გამოშრობის და გასხვლის მომსახურების მიმწოდებლებზე, მექანიზაციის ადგილობრივ მიმწოდებლებზე, ორგანული სასუქის მწარმოებლებზე/იმპორტიორებზე, სასაწყობე და სხვა შესაბამისი სერვისების მიმწოდებლებზე, საშუამავლო კოოპერატივებზე, საკრედიტო დაწესებულებებსა და დაზღვევის პროვაიდერებზე, ექსტენციის მიმწოდებლებზე; საერთაშორისო დონორებზე, ასოციაციებზე, სამთავრობო დაწესებულებებზე, ექსპერტებზე, საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა წარმომადგენლებზე.

დონორები

შეავსე ფორმა