შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.01.2019 დასრულების თარიღი: 10.06.2019

პროექტის მიზანი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) დაკვეთითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

  • საქართველოში მიზიდულობის ცენტრებისა და ფუნქციური რეგიონების იდენტიფიცირება;
  • ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება.

კვლევის პირველი ნაწილი დაეთმობა იმ ეკონომიკური საქმიანობის ცენტრებისა და მამოძრავებელი ფაქტორების კვლევას, რამაც საშუალება მისცა ამ ცენტრებს, მიზიდულობის ცენტრი გამხდარიყვნენ. ასეთი შეფასება ხელს უწყობს რეგიონული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვას, რადგან ადმინისტრაციული ცენტრები ყოველთვის არ ემთხვევა მიზიდულობის ცენტრებს.

კვლევის მეორე ნაწილი გამოავლენს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე სექტორებს და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის მეთოდის გამოყენებით უფრო სიღრმისეულად შეისწავლის ამ სექტორებს. სექტორების იდენტიფიცირება ხდება სპეციალიზაციის ინდექსისა და ზრდის ტემპის მონაცემების გამოყენებით.

კვლევამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის (MRDI) და ხელი შეუწყოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო ინტერვენციების ეფექტიანობის გაზრდას.

შეავსე ფორმა