ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაის სექტორის პოტენციალის გამოვლენის მიზნით სექორის კონკურენტუნარიანობა შეისწავლა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ზრდის საქართველოში კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერას, რაც მთავრობის ბოლოდროინდელ რეფორმებთან ერთად, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს და ხელს შეუწყობს EBRD-ის პორტფელის დივერსიფიკაციას.
საქართველოს ჩაის სექტორის გადამუშავების და შეფუთვის დიდი პოტენციალი, დროთა განმავლობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა დონეზე შეძენილი ნოუ-ჰაუ და არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი მოთხოვნა ჩაიზე, ქმნის კარგ საფუძველს, ქვეყანაში ჩაის წარმოების გასაზრდელად. თუმცა, ჩაის ადგილობრივი წარმოების აღორძინებასთან ერთად, საჭიროა, ჩატარდეს ღირებულებათა ჯაჭვში არსებული შეზღუდვებისა და გამოწვევების დეტალური ანალიზი და გამოვლინდეს, რა უნდა გაუმჯობესდეს სექტორის ეფექტიანობის, ხარისხისა და მდგრადობის გაზრდისთვის. გასათვალისწინებელია ჩაის ბაზრის გლობალური ტენდენციებიც.
ISET-ის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მიმართულების მკვლევარები FAO-ის კვლევითი გუნდის შემადგენლობაში მუშაობდნენ საქართველოს ჩაის სექტორზე არსებული ინფორმაციის შეგროვებაზე, რის საფუძველზეც ჩატარდა სექტორის ეკონომიკური ანალიზი, გამოვლინდა გაუმჯობესების პოტენციალი და შეფასდა სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა.