შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის (AKIS) ანალიზი
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 07.10.2019 დასრულების თარიღი: 31.01.2020

კვლევის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის (AKIS) ინფრასტრუქტურული კუთხით წარმოჩენა  სისტემის ძირითადი მონაწილეების, მათ შორის კავშირებისა და არსებული საკოორდინაციო მექანიზმების, აღწერით. კვლევის ფარგლებში მიმოხილულია არსებული სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები სისტემის შემდგომი განვითარებისათვის.

კვლევის თანახმად, ამჟამად ქართული AKIS საკმაოდ დანაწევრებული და სუსტია იმისდა მიუხედავად, რომ AKIS-ის მონაწილეებს შორის არაერთი საკოორდინაციო მექანიზმი უკვე არსებობს, თუმცა სისტემის მონაწილეთა შეფასებით, მათი უმეტესობა არაეფექტურია და გაუმჯობესებას საჭიროებს. კვლევამ აჩვენა, რომ საკოორდინაციო მექანიზმები და მონაწილეებს შორის კავშირები მეტწილად პროექტებზეა დაფუძნებული და მთელი სისტემა კი – დონორზე დამოკიდებული.

კვლევა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის (SDC) დაფინანსებითა და ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისთან (BFH) და სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სურსათის მეცნიერებების სკოლასთან (HAFL) თანამშრომლობით განხორციელდა.

შეავსე ფორმა