შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ენერგიის წყაროების განვითარების და ხელმისაწვდომობის შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 20.01.2020 დასრულების თარიღი: 20.07.2020

ენერგიის რა ალტერნატიული წყაროების გამოყენება შეიძლება საქართველოს მთიან რეგიონებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ენერგოუსაფრთხოება, სამართლიანობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა?

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში ენერგეტიკული უსაფრთხოების, სამართლიანობისა და გარემოს მდგრადი განვითარების საკითხის მოგვარებას.

კვლევამ შეისწავლა მაღალმთიან რეგიონებში ენერგომომარაგების მხრივ არსებული ვითარება და ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პოტენციალი. კვლევამ მიმოიხილა მთავარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მთიან რეგიონებში ენერგიის მუდმივ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. შეფასდა თითოეული ალტერნატიული ენერგიის წყაროს დანერგვისთვის საჭირო ტექნოლოგიების ხარჯები და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი.

დონორები

შეავსე ფორმა