2024 წლის 12 სექტემბერს, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ FREE Network-ის კონფერენციაში პანელისტის სტატუსით მონაწილეობდა. პანელი, სახელწოდებით „კვლევისა და შესაძლებლობების განვითარება: FREE Network-ის გამოცდილება,“ აერთიანებდა ექსპერტებს აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკებიდან, რათა განეხილათ ადგილობრივი ინსტიტუტების როლი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერაში. თამარ სულუხიამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანდო და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ადგილობრივი ინსტიტუტები, როგორებიცაა ISET-ი, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პოლიტიკის ანალიტიკური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
სულუხიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შესაძლებლობების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების აუცილებლობაზე, რაც FREE Network-ის მისიას ემსახურება და კვლევისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონიდან მოწვეული სხვა პანელისტები: დმიტრი კრუკი (BEROC, ბელარუსი, ემიგრაციაში), მარია კრუმინა (BICEPS, ლატვია), მიხალ მიკი (CenEA, პოლონეთი) და იულიუს ანდერსონი (SITE, შვედეთი).