შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024

პირველ მაისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ამბროლაურში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

შეხვედრა მოიცავდა ტურიზმის კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, რაც მიზნად ისახავს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების განვითარებას, ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, მომხმარებელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის განვითარებას.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს მიშელ კოშიელსკიმ, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, დავით ხუციშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, და გიორგი პაპავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა.

შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა ორი თემა: (1) ტურიზმის რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სექტორული პოლიტიკის მრჩეველმა, გიორგი ბრეგაძემ, გააკეთა, და (2) საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის საქმიანობის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამარ თანდაშვილმა წარადგინა. მეორე ნაწილში კი „რეფორმეტრის“ გუნდმა რეფორმის მიმდინარე პროგრესის შეფასების შედეგები წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი უწყებების, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში იმსჯელეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე.

შეავსე ფორმა