შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ეკონომიკური სარგებელის შესახებ საერთაშორისო პანელს უმასპინძლა
პარასკევი, 22 დეკემბერი, 2023

22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა საერთაშორისო პანელური დისკუსიის ფორმატში. ღონისძიებაზე სახელწოდებით "რა ეკონომიკურ სარგებელს უნდა ელოდეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?" ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი შეეცადა პასუხი გაეცა პროფესიულ თუ ფართო საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე, რაც 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა.

პანელური დისკუსია ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ქვეყნების წარმომადგენლებმა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, მრავაფეროვანი შეფასებები მოესმინათ. თინათინ ახვლედიანმა, CEPS-ის მკვლევარმა (ბრიუსელი), ევროპის კავშირის პერსპექტივებზე ისაუბრა, მიხალ მიკმა CenEA (პოლონეთი), პოლონეთის გამოცდილებასა და აღმოსავლეთ ევროპის უნიკალურ პოზიციაზე ისაუბრა. დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა კი, ის გამოწვევები მიმოიხილა, რაც ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის გზაზე შეიძლება შეხვდეს ქვეყანას.

დისკუსიას ფასილიტაციას უწევდა თამარ სულუხია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც გამომსვლელებთან ერთად დეტალურად ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელსა თუ გამოწვევებზე, რაც ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება შეხვდეს კანდიდატ ქვეყანას. დისკუსიის დამსწრეთა აქტიური ჩართულობით დისკუსია დინამიური და ინფორმაციული იყო.

შეავსე ფორმა