შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის დირექტორმა გაეროს მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023

24 ოქტომბერს თამარ სულუხიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც გაეროს მიერ გამართული ღონისძიების ნაწილი იყო. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ინკლუზიურ შრომის ბაზარზე, ეფექტიანი დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და სხვ.

პანელური დისკუსია ჩატარდა გაეროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე: „ეკონომიკური ზრდიდან საყოველთაო კეთილდღეობამდე: ვითარება მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის შემდგომ და მომავლის ხედვა“, რომელიც გაეროს დღის აღსანიშნავად ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში არაერთი დისკუსია გაიმართა, რომლებიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური საკითხების განხილვას დაეთმო, მათ შორის დეცენტრალიზაცია ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების ძირითადი გამოწვევები, ინკლუზიური შრომის ბაზარი და სხვ.

შეავსე ფორმა