შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგიონებში ფოკუს ჯგუფები ჩაატარა საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკაზე
ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2023

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე. პროგრამის მიზანია საქართველოს მემკვიდრეობის კანონმდებლობასა და საზოგადოებაში ფესვგადგმული პრაქტიკების სიღრმისეული ანალიზი და მისი ზეგავლენის შესწავლა ქალთა ცხოვრებაზე, მათ სტატუსსა და სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების შუამდგომლობით, ჩაატარა ფოკუს ჯგუფები თბილისში, ქვემო ქართლში (მარნეულის მუნიციპალიტეტი), კახეთში (თელავი მუნიციპალიტეტი), სამცხე-ჯავახეთსა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) და სამეგრელოში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ფოკუს ჯგუფები ჩატარდა უფროსი კლასის სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ცალ-ცალკე.

კვლევის ძირითადი მიგნებები უნდა დაეხმაროს საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და სოციალური პრაქტიკის შეცვლას.

შეავსე ფორმა