სიახლეები

16 აპრილს ISET-მა უმასპინძლა ლევან ნადიბაიძის საჯარო ლექციას, სახელწოდებით "პოტიომკინის ზრდა: რატომ ტოვებენ ქართველები ქვეყანას მზარდი მშპ-ის, გაზრდილი ექსპორტისა და შემცირებული უმუშევრობის ფონზე".
საქართველოს ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად – მათ შორის რეალური მშპ-ის გაორმაგება 2010-დან 2024 წლამდე, ექსპორტის ოთხჯერ ზრდა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი შემცირება – ნადიბაიძემ ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, რომ ეს სტატისტიკა საერთო კეთილდღეობას ასახავს. ლევან ნადიბაიძემ ხაზი გაუსვა ამ პარადაქოსს და დასვა კითხვა: რატომ ტოვებს ამდენი ქართველი ქვეყანას აშკარა ეკონომიკური წარმატების პერიოდში?
მონაცემებით მდიდარ და საინტერესო პრეზენტაციაში, ლევან ნადიბაიძემ არგუმენტირებულად წარმოადგინა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შედეგად არ მოიტანა სამუშაო ადგილების შექმნა თბილისსა და ბათუმს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ რეალური საშუალო ხელფასები გაიზარდა, ეკონომიკური შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია და არათანაბრადაა განაწილებული. მისი თქმით, რეალური უმუშევრობის დონე შესაძლოა უფრო ახლოს იყოს 32%-თან, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ან არასაკმარისად დასაქმებულია, ან საერთოდ გამოთიშულია შრომის ბაზრიდან.
ლექცია დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომელშიც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სტუდენტებმა, ISET-ის ფაკულტეტის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ლევან ნადიბაიძე არის თბილისში მოღვაწე სტრატეგიის კონსულტანტი გლობალური პორტფოლიოთი. ყოფილი McKinsey & Co-ს თანამშრომელი ნიუ-იორკში, ამჟამად ხელმძღვანელობს თბილისში დაფუძნებულ საკონსულტაციო პრაქტიკას და კონსულტაციას უწევს გლობალურ ორგანიზაციებს, მათ შორის მსოფლიო ბანკს, EBRD-ს და Bloomberg Philanthropies-ს.