სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".
ტრენინგი ჩატარდა მდგრადი განვითარების ცენტრის „რემისია“-სთან თანამშრომლობით, პროექტის “საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებისა და პრიორიტეტული ტექნოლოგიების შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადების/TNA”-ის ფარგლებში.
შეხვედრაზე პრეზენტაციები ჩაატარეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, რემისიას, ოქსიგენიასა და ესკო-ესის წარმომადგენლებმა, სადაც განხილულ იქნა:
შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რომელიც დაეთმო განხილული კლიმატ-ტექნოლოგიების დანერგვისთვის უკუგების შიდა განაკვეთის გამოანგარიშებას.
ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვნენ სერთიფიკატებით.