შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა
ოთხშაბათი, 03 მაისი, 2023

3 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელზეც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და კვლევის თანაავტორებმა, ჯამელე რიგოლინიმ და სარა ქოლ-ბლეკმა, წარადგინეს ანგარიში „შოკებისა და კრიზისების პერიოდში ადამიანური კაპიტალის დაცვის შესახებ. ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, იკვლევს შოკებისა და კრიზისების გავლენას ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და გვთავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნული ზემოქმედების შესარბილებლად აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა, აჰმეთ ლევენთ იენერმა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ნინო ყოჩიშვილი.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს ეფექტური დარგთაშორისი კოორდინაციის აუცილებლობაზე, ჯანდაცვის დაფინანსებისა და სერვისების ორგანიზების ხარისხისა და სიძლიერის მნიშვნელობაზე, სოციალურ სფეროში პანდემიის დროს განხორციელებული დახმარების ეფექტიანობასა და COVID-19-ის პანდემიის მიერ შემქნილ გამოწვევებსა და მასთან გამკლავების პრაქტიკაზე.

შეავსე ფორმა