შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს RIA-ს უფასო ტრენინგი ჩაუტარა
ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ადგილობრივმა ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებას და ეფექტური რეგიონული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა RIA-ს, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტის, გამოყენების გამოცდილება, რაც დაეხმარება ადგილობრივ მთავრობებს მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ამგვარად მაქსიმალურად ეფექტიანი პოლიტიკის გატარება შეძლონ ადგილობრივ დონეზე.

შეავსე ფორმა