შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა DCFTA-ს გაფორმებიდან 7 წლის თავზე აგრო ექსპორტის შედეგები შეაფასა
პარასკევი, 31 მარტი, 2023

31 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მორიგ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს, რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო ექსპორტზე ევროკავშირში. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის გამოწვევებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლები აწყდებიან ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისას. საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდა სოფლის მეურნეობის ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სამთავრობო პოლიტიკაზე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა სალომე გელაშვილმა წარმოადგინა კვლევის ძირითადი მიგნებები, რასაც მოჰყვა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ევროპის პარლამენტის წევრისა და დემოკრატიისა და არჩევნების მხარდაჭერის ჯგუფში (DEG) საქართველოს საკითხებზე წამყვანი წარმომადგენლის, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის კომენტარები.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ მოსაზრებები აგრო ექსპორტის თემაზე. ამ ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა ექსპერტებისთვის და ოფიციალური პირებისთვის, რათა განეხილათ საქართველოში სოფლის მეურნეობის ექსპორტის მომავალი და სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერის როლი მის მიღწევებში.

შეავსე ფორმა