შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა RIA-ის ინსტიტუციონალიზაციის შედეგებზე პრეზენტაციას უმასპინძლა
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2022

22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ ღონისძიებას უმასინძლა, რომლის თემაც იყო „სად დგას საქართველო რეგულირების ზეგავლენის შეფასებების მხრივ და რა იქნება შემდეგი?“. პრეზენტაცია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორმა, ნორბერტო პინიატიმ წაიყვანა და დამსწრე საზოგადოებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA), როგორც პოლიტიკის შემუშავების ეფექტური ინსტრუმენტის, შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნები გააცნო.

ბატონმა პინიატიმ პრეზენტაციის დროს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა: როგორ მიმდინარეობდა ინსტიტუციონალიზაცია, როგორ დაინერგა კანონმდებლობაში, რა ტიპის RIA-ები იწერება, რა შედეგები მოიტანა რეფორმამ. ბატონმა პინიატიმ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და შეაფასა, სად არის საქართველო დღეს, ინსტრუმენტის ინსტიტუციონალიზაციიდან 2 წლის შემდეგ. ბატონმა პინიატიმ RIA-ის ექსპერტების ნაკლებობა და არსებულ მოწყობასთან დაკავშირებული რისკები და შეზღუდვებიც მიმოიხილა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ბატონმა პინიატიმ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ხელს უშლის გრძელვადიან პერიოდში მდგრადი სისტემის შექმნას, რისთვისაც საჭიროა: (1) განისაზღვროს და პრაქტიკაში დაინერგოს RIA-ის პროფესიონალთა მინიმალური საკვალიფიკაციო სტანდარტები; (2) მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაიზარდოს RIA-ის ექსპერტთა რაოდენობა; (3) უზრუნველყოფილ იქნას RIA-ის ექსპერტთა უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება და გაძლიერება. ბატონმა პინიატიმ ისაუბრა სერტიფიკაციის მნიშვნელობაზეც, რაც შეიძლება წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გადაჭრის საქმეში.

შეავსე ფორმა