შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თბილისის კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ორშაბათი, 05 დეკემბერი, 2022

5 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო თბილისის კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენციის შემაჯამებელ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ქალთა, როგორც ცვლილებების აგენტების, გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა. ქალბატონმა თამარმა ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაცემთა ანალიზის, კვლევებისა და პოლიტიკის ადვოკატირების საკითხები.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და გენდერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკაში გენდერული საკითხების ინტეგრირების შესახებ დიალოგის წახალისება.

კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა, რომლის პარალელურად, GIZ-ის პროექტის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III“ (CDCPIII) ფარგლებში „კლიმატის ცვლილებისა და ხელოვნების გამოფენა 2022“ მოეწყო.

კონფერენციას მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კლიმატის ცვლილებისა და გენდერის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეავსე ფორმა