შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა GIA-ს ტრენინგი ჩაატარეს
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი, 2022

17-19 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, დავით კეშელავა და მარიამ ლობჯანიძე იყვნენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრები, რომელთაც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო საჯარო მოხელეების ცოდნის და უნარების გაძლიერება გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტზე. ეს ტრენინგი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ინსტიტუციონალიზაციის ტრენინგების ციკლის ნაწილი.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საჯარო სტრუქტურების (ქალთა გაძლიერების ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები, საპარლამენტო და სამთავრობო ორგანოები, სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები) 24 წარმომადგენელმა.

3-დღიანი ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა GIA-ს მეთოდოლოგიის, არსებული საერთაშორისო გამოცდილების და სტანდარტების შესახებ.

GIA გენდერული მეინსტრიმინგის გლობალურად აღიარებული ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებელს ხდის გენდერული ანალიზის ინტეგრირებას საჯარო პოლიტიკის წარმოებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში. 

ამასთან, ანალიტიკურ ორგანიზაციებთან პარტნიორობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში, განსაკუთრებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პორტფელისთვის.

შეავსე ფორმა