თამარ სულუხიამ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, მონაწილეობა მიიღე RECONOMY-ს პროგრამის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ონლაინ ფორუმის თემა იყო, როგორ ცვლის რუსეთის ომი უკრაინაში ევროკავშირის მიდგომას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისადმი, როგორია ევროკავშირის ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები. დისკუსიის კიდევ ერთი გამორჩეული მონაწილე იყო მიქაელ ჰოვჰანისიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით.
RECONOMY 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გარიყული და დაუცველი ჯგუფების, გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის მიზანია, შემოსავლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების ინკლუზიური და მდგრადი ზრდით საშუალება მისცეს სამიზნე ჯგუფებს, ისარგებლონ ეკონომიკური შესაძლებლობებით. პროგრამის მიზნებს შორისაა განათლებისა და უნარ-ჩვევების, პოლიტიკისა და რეგულაციების, ბიზნესისა და ფინანსური სერვისების წახალისებაც. RECONOMY-ს პროგრამას HELVETAS Swiss Intercooperation-ის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის ოფისი ახორციელებს შვედეთის საერთაშოროსი განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით. ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: https://www.reconomyprogram.com/