შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელ ეკონომიკურ კვლევით ორგანიზაციას
სამშაბათი, 26 ივლისი, 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული  ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ. შეთანხმებით შვედეთის მთავრობა 2022-2024 წლებშიც გააგრძელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის მხარდაჭერას.

შემოთავაზებული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და მონაწილე მხარეების უნარების ზრდის და ჩართულობის ხელშეწყობას. ბოლო წლებში ინსტიტუტის საქმიანობა ადასტურებს მისი როგორც ეკონომიკის კვლევითი ორგანიზაციის მაღალ რელევანტურობას, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში. წარმოდგენილი გრანტით შვედეთის მთავრობა ეხმარება ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში დღევანდელ სენსიტიურ დროში – COVID-19-ის პანდეიის შემდგომ პერიოდში, უკრაინაში მიმდინარე ომისა თუ რეგიონული კონფლიქტების გამწვავების ფონზე; კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროცესში, აღმოსავლეთის პარტნიორობის დღის წესრიგის კონტექსტსა და ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.

შეავსე ფორმა