შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრეს
ხუთშაბათი, 03 მარტი, 2022

2022 წლის 3 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა იასია ბაბიჩმა და დირექტორმა თამარ სულუხიამ ისაუბრეს საერთაშორისო ვებინარზე „რუსეთის სანქციები და მათი გავლენა რეგიონზე“. ვებინარი სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკების ინსტიტუტისა (SITE) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული FREE Network-ის ქსელის ორგანიზებით ჩატარდა და მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომის ეკონომიკური შედეგები იყო, სადაც აქცენტი გაკეთდა, რა გავლენა ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს რუსეთსა და რეგიონზე. ვებინარზე ისაუბრეს FREE Network-ის ქსელის წარმომადგენლებმა: ტობიორნ ბეკერმა SITE-დან (შვედეთი), ლევ ლვოვსკიმ BEROC-დან (ბელარუსი) და ნატალია შაპოვალმა KSE-დან (უკრაინა). ვებინარში მონაწილეობას იღებდა იელისა და ქოულზის ფონდის პროფესორი, ლარი სამუელსონიც. იასია ბაბიჩმა ისაუბრა ომის ეკონომიკურ შედეგებზე საქართველოსთვის, თამარ სულუხიამ კი აქცენტი საქართველოში რუსეთის აგრესიის ისტორიულ კონტექსტზე გააკეთა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული საქართველოზე ამ ომის ეკონომიკური შედეგების კვლევასა და კომენტირებაში, რისთვისაც სხვადასხვა პლატფორმასა და არხს ვიყენებთ: ტელევიზია, სოციალური მედია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდი.

შეავსე ფორმა