შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის ეკონომისტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საჯარო გამოსვლების ტრენინგი გაიარეს
სამშაბათი, 21 დეკემბერი, 2021

ISET მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაზე, რათა მათ ჰქონდეთ ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

2021 წლის დეკემბერში ISET-მა კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლების საჯარო გამოსვლების ხელოვნების 3-კვირიანი ტრენინგ-პროგრამა შესთავაზა. კურსის მიზანი მონაწილეთა საჯარო გამოსვლების უნარის განვითარება იყო, რაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორად მიწოდების, პოლიტიკის გზავნილების ფორმულირების, ინტერვიუების მიცემისა თუ, ზოგადად, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის.

სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ილია მესხმა, ანდრო დგებუაძემ, გიორგი თარგამაძემ და ცვატა ბერძენიშვილმა სპეციალურად ISET-ისთვის მომზადებულ კომპლექსურ ტრენინგზე საჯარო გამოსვლების ხელოვნების მასტერკლასები ჩაატარეს.

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგის წარმატებით გავლას!

შეავსე ფორმა