შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა სოფლის მეურნეობის დარგში ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტი წარადგინა
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი, 2021

2021 წლის 25 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ცოდნისა და ინფორმაციის სისტემაში შემავალი ინსტიტუტებისა და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტი და მისი პილოტირების შედეგები დაინტერესებულ მხარეეთა შეხვედრაზე წარადგინა. პროექტი UNDP-ის მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან (EIEC) თანამშრომლობით განხორციელდა.

შეხვედრის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგში ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის (AKIS) მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტისა და მისი პილოტირების შედეგების გაცნობა იყო.

შეხვედრას UNDP-ის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერული ორგანიზაციების, დონორებისა და კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტის საბოლოო ვერსია წარადგინა და, ასევე, მონაწილეებს სტანდარტის პილოტირების შედეგები გაუზიარა. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა პროექტის გუნდს ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტის დანერგვისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

შეავსე ფორმა