შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-მა დაინტერესებულ მხარეებს აგროტურიზმის კანონპროექტის RIA-ის შედეგები წარუდგინა
ხუთშაბათი, 18 ნოემბერი, 2021

18 ნოემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის გუნდმა აგროტურიზმის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარადაგინა.

აგროტურიზმის კანონპროექტი საქართველოს აგრარულმა კომიტეტმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად მოამზადა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. კანონპროექტის მიზანია საქართველოში აგროტურისტული ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნა და სოფლებში ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიცირების გზით სოფლის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ უმასპინძლა და სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებმა შეაფასეს კანონპროექტის დამტკიცების საჭიროება და მოტივაცია, ისაუბრეს არსებულ სექტორულ გამოწვევებზეც. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რათა ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას მომავალში აგროტურიზმისკანონპროექტზე მუშაობის თვალსაზრისით.

შეავსე ფორმა