გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის ივლისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მსგავსი ინდექსები
ყველას ნახვასაქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)2024 წლის აგვისტოს რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 12%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებულმა ზრდამ 8.4% შეადგინა, მეორე კვარტლის ზრდამ – 9.6%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 10% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის ივლისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 13%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 9.5%. მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7 % შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მაისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 9.2%-ით გაიზარდა. მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4%-ს მიაღწია, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება მანამდე არსებულ მაჩვენებელს. მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში კი 9.3%-ს მიაღწია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის აპრილის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 11.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 7.8 %-ს მიაღწია.