შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2025 | საქართველოს 2025 წლის მშპ-ის პროგნოზი: ზრდა ვაჭრობის მატების, საკრედიტო ბუმისა და სარეზერვო წნეხის ფონზე
20 თებერვალი 2025

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. აქ არის ამ თვის გამოშვების ძირითადი მიგნებები:

საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 7.2%-ით გაიზრდება. თუმცა ეს პროგნოზი შესაძლოა გადაჭარბებულად აფასებდეს ზრდას, რადგან მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა ჯერ არ არის სრულად ასახული მონაცემებში. მოდელი ეყრდნობა მონაცემებს 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს პოლიტიკური კრიზისის მხოლოდ პირველ ორ თვეს.

დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წელს ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია 4.1%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო  გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 6.8%. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია  მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 5.9%-ით.

შეავსე ფორმა