ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის მეოთხე და 2025 წლის პირველი კვარტლისთვის. ქვემოთ მოცემულია ამ თვის გამოშვების მთავარი მიგნებები:
საქსტატმა გამოაქვეყნა რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომელიც 11%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7%-ს შეადგენს, მეორე კვარტლის – 8.7%-ს, მესამე კვარტლის – 11%-ს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 10% შეადგინა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის მეოთხე კვარტალში 8.7%-ით, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 9.4%-ით გაიზრდება. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის მძიმე პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ჯერ არ არის ასახული ხელმისაწვდომ მონაცემებში. შედეგად, 2025 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებულად არის შეფასებული.
ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის წლიური ზრდის პროგნოზი 8.9%-ს შეადგენს.