ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის მეოთხე და 2025 წლის პირველი კვარტლებისთვის. ქვემოთ მოცემულია ამ თვის გამოშვების მთავარი პუნქტები:
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
ISET-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის მეოთხე კვარტალში 8.7%-ით, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 9.4%-ით გაიზრდება. თუმცა, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, 2024 წლის მეოთხე კვარტლის ზრდის პროგნოზი კონსერვატიული შეფასებაა და რეალურმა ზრდამ შესაძლოა მოლოდინებს გადააჭარბოს.
სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის წლიური ზრდის პროგნოზი 8.1%-ს შეადგენს.