ინდექსები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2022 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9.7 %-ს შეადგენს. შედეგად, 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.2 %-ია.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომელიც ამ ეტაპზე 11.9 %-ს შეადგენს. 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი კი 3.9 %-ია.
სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 10.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ეკონომეტრიკული მოდელი საქართველოს ეკონომიკური ცვლადების მხოლოდ წარსულ მნიშვნელობებს ეყრდნობა, სადაც არ მოიპოვება ასეთი ფართომასშტაბიანი ომის, სანქციებისა და მიგრაციის ანალოგი.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.
საქსტატმა გამოაქვეყნა რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომელიც 11%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7%-ს შეადგენს, მეორე კვარტლის – 8.7%-ს, მესამე კვარტლის – 11%-ს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 10% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)2024 წლის აგვისტოს რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 12%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებულმა ზრდამ 8.4% შეადგინა, მეორე კვარტლის ზრდამ – 9.6%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 10% შეადგინა.