ინდექსები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. ამ თვის ანგარიშის ძირითადი მიგნებები ასე გამოყურება:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზრდის მაჩვენებელმა 14.6% შეადგინა, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 16.3%-ს მიაღწია.
2022 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2022 წლის პირველ კვარტალში 4.6%-იან, მეორე კვარტალში კი -4.6%-იან ზრდას ვარაუდობს. 2022 წლის იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ პირველი კვარტლის პროგნოზში მშპ-ის რეალური ზრდა არასათანადოდ არის შეფასებული, ხოლო უარყოფითი ზრდა მეორე კვარტალში ნაწილობრივ 2021 წლის მეორე კვარტლის მაღალი საბაზისო ეფექტით არის გამოწვეული, როდესაც კვარტლური ზრდის მაჩვენებელმა 28.9%-ს მიაღწია. ამასთანავე, აღნიშნული მონაცემები ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფით გავლენას ადგილობრივ ეკონომიკაზე.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.
საქსტატმა გამოაქვეყნა რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომელიც 11%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7%-ს შეადგენს, მეორე კვარტლის – 8.7%-ს, მესამე კვარტლის – 11%-ს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 10% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)2024 წლის აგვისტოს რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 12%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებულმა ზრდამ 8.4% შეადგინა, მეორე კვარტლის ზრდამ – 9.6%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 10% შეადგინა.