2024 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,411 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მაისში სრული წარმოება 1,325 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰესების (+7%) ზრდამ განაპირობა, მაშინ, როცა თესების (-100%) და ქარის (-14) სადგურების გამომუშავება შემცირდა.
თვიურ ჭრილში წარმოება 30%-ით გაიზარდა (2024 წლის მაისში სრული წარმოება 1,085 მლნ კვტსთ-ს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰესების (+40%) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია, მაშინ, როცა თბო (-100%) და ქარის (-18%) სადგურების გამომუშავება შემცირდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,050 მლნ კვტსთ შეადგინა (2%-ით მეტი 2023 წლის მაისთან შედარებით და 6%-ით მეტი 2024 წლის აპრილთან შედარებით). 2024 წლის მაისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 361 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 26%-სა და სრული მოხმარების 34%-ს შეადგენდა (2023 წლის მაისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 295 მლნ კვტსთ-იანი სიჭარბე შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 22%-ს და სრული მოხმარების 29%-ს გაუტოლდა).