შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2024 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
25 მარტი 2024

2024 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,022 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 3%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის თებერვალში სრული წარმოება 987 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ზრდამ (+99%) განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-47%) და ქარის (-2) სადგურების  გამომუშავება შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, 13%-ით შემცირდა (2024 წლის იანვარში სრული წარმოება 1,175 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება თბო სადგურების (-20%) და ჰიდროელექტროსადგურების (-9%) გამომუშავების  შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა ქარის (+5%) ელექტროსადგურების გამომუშავება გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,148 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (1.7%-ით მეტი 2023 წლის თებერვალთან შედარებით და 10%-ით ნაკლები 2024 წლის იანვართან შედარებით). 2024 წლის თებერვალში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 126 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 12%-სა და სრული მოხმარების 11%-ს შეადგენდა (2023 წლის თებერვალში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 141 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 14%-ს და სრული მოხმარების დაახლოებით 12%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა