შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2024 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
26 თებერვალი 2024

2024 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,175 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის იანვარში სრული წარმოება 1,111 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების ზრდამ (+98%) განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (-41%) და ქარის (-33) სადგურების  გამომუშავება შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 1%-ით გაიზარდა (2023 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,166 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბო სადგურების (+13%) გამომუშავების  ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა ქარის (-14%) და ჰიდრო (-5%) ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,284 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (0.4%-ით ნაკლები 2023 წლის იანვართან შედარებით და 5%-ით მეტი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით). 2024 წლის იანვარში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 104 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 9%-სა და სრული მოხმარების 8%-ს შეადგენდა (2023 წლის იანვარში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 172 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 16%-ს და სრული მოხმარების დაახლოებით 13%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა