შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ნოემბერი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
09 იანვარი 2023

2022 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,131 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,186 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-16%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+15%) და ქარის ელექტროსადგურების (+16%) გამომუშავება გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა (2022 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,034 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბოელექტროსადგურების გამომუშავების ზრდამ გამოიწვია (+223%). ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება 9%-ით, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 28%-ით შემცირდა.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,125 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (7%-ით ნაკლები 2021 წლის ნოემბერთან შედარებით და 4%-ით მეტი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით). 2022 წლის ნოემბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 6 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 0.5%-ს და სრული მოხმარების 0.5%-ს შეადგენდა (2021 წლის ნოემბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 17 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 1.5%-ს და სრული მოხმარების 1.4%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა